ბიომრავალფეროვნებასა და მდგრადი ადგილობრივი განვითარებისთვის საქართველო გერმანიისგან 24 მილიონ EUR-მდე მოცულობის გრანტს მიიღებს, იუწყება ფინანსთა სამინისტრო. საგრანტო ხელშეკრულებას დღეს თბილისში გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელმა მოაწერეს.
სამინისტროს ცნობით, თანხის ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, ხოლო მეორე ნაწილი – დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, გერმანულმა მხარემ 2020-2021 წლებში საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის 200 მილიონი EUR გამოეყო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მილიონი EUR.
საინფორმაციო სააგენტო სარკე
25.06.2021