ჩვენ ორიენტირებული ვართ, შევქმნათ სწავლების ახალი შესაძლებლობები როგორც ინდივიდუალურად, დამწყები თუ მოქმედი პროფესიონალებისთვის, ისე შევუქმნათ ორგანიზაციებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა კორპორაციული ტრენინგების შეთავაზებით.
სიამაყით გიზიარებთ გრანთ თორნთონ აკადემიის ახალ ვებ-გვერდს https://gtacademy.ge , სადაც შეგიძლიათ იხილოთ 20-მდე სხვადასხვა ტრენინგი ფინანსების, საგადასახადო, იურიდიული, მენეჯმენტისა და Soft skills მიმართულებებით.
ექსპერტული გამოცდიელბა
აკადემიაში ტრენინგებს ატარებენ გრანთ თორნთონ აკადემიის ტრენერები და მოწვეული ლექტორები, სფეროს სიღრმისეული ცოდნითა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგ-პროგრამები აგებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდოლოგიით და თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, რაც ეხმარება მონაწილეებს ეფექტურად გადაიტანონ მიღებული ცოდნა სამუშაო გარემოში.
ორგანიზაციის ზრდაზე მორგებული გადაწყვეტილებები
აკადემიას აქვს მდიდარი გამოცდილება, შექმნას სასწავლო მოდულები კონკრეტული ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით. მოქნილობა, საჭიროებების სწორი ანალიზი და შედეგზე ორიენტაცია არის ის ფაქტორები, რის გამოც კომპანიები ირჩევენ ჩვენთან თანამშრომლობას. აკადემიის ვებ-გვერდზე კომპანიებისთვის სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით გვაქვს ინტერესის გამოხატვის ღია შესაძლებლობა, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მიუთითოს საინტერესო თემატიკა, თავად აღწეროს საჭიროება და მიიღოს მის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული შეთავაზება.
გამოავლინეთ თქვენი პოტენციალი ჩვენთან ერთად
ჩვენ ორიენტირებული ვართ, შევქმნათ სწავლების ახალი შესაძლებლობები დამწყები თუ მოქმედი პროფესიონალებისთვის – აკადემია მუდმივად აცხადებს მიღებას ღია კურსებზე ფინანსების, საგადასახადო, იურიდიული და მენეჯმენტის მიმართულებით. ჩვენი ვებ-გვერდი აქაც მოქნილ ფუნქციონალს გთავაზობთ – შეგიძლიათ გამოხატოთ ინტერესი ნებისმიერი ტრენინგის მიმართ და დაანონსებისთანავე მიიღოთ შეთავაზება.
ჩვენ ვიქნებით თქვენი მეგზური უწყვეტ სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში!