გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, გრანთ თორნთონი საქართველო გახდა „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების” ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი.
გრანთ თორნთონის გამოცდილება რეგიონში გამოარჩევს მას, როგორც უმაღლესი დონის აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც განვითარებული ინფრასტრუქტურა და გამოცდილი პერსონალი გააჩნია. გრანთ თორნთონის ტექნიკური, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გამოცდილება და მისი საქართველოში ოპერირება თავისთავად გულისხმობს იმ ფაქტს, რომ კომპანიას გააჩნია წვდომა დიდ ქსელთან და აქვს შესაძლებლობა მოახდინოს მაღალი ხარისხის ექსპერტთა მობილიზება იმისათვის, რომ უზრუნველყოს სიღრმისეული და პროექტის საჭიროებებზე მორგებული პროფესიონალური მხარდაჭერა.
გრანთ თორნთონი, როგორც დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, Welcome to Georgia-ს დაეხმარება პროექტის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვაში.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, გრანთ თორნთონის პროფესიონალების გუნდი აქტიურად არიან ჩართული ყოველწლიური კონკურსის ორგანიზებისთვის საჭირო აქტივობებში, კერძოდ შემდეგი მიმართულებებით:
- შეფასების სისტემის მართვა – პროფესიონალური სტანდარტების დანერგვა და ობიექტური შეფასების უზრუნველყოფა
- შეფასების ეტაპების ერთობლივი დაგეგმვა და იმპლემენტაცია – სტრატეგიული მიდგომა კონკურსის ორგანიზაციისადმი
- საკომუნიკაციო ფორმატის შემუშავება – საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით
- ჟიურის წევრებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია – ექსპერტთა ეფექტური მუშაობის ორგანიზება
- კითხვარების ერთობლივი განხილვა და შეფასების ქულების მინიჭება – გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა
- კონკურსანტების დაჯილდოების პროცესში მონაწილეობა – ჟიურის რანგში აქტიური ჩართულობა
პაატა შურღაია, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი: “გრანთ თორნთონი არაერთხელ ყოფილა ჩართული სხვადასხვა რეიტინგებისა და კონკურსების მონაწილე; ჩვენსა და Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსს შორის თანამშრომლობა წელს პირველად შედგა და ვიმედოვნებთ ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ კონკურსის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობა უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და კულტურული კუთხით. ამ პროექტში ჩვენი ჩართულობა ეხმარება ინდუსტრიის საუკეთესო მაგალითების იდენტიფიცირებასა და წარმოჩენას, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი სფეროს მომავალი განვითარებისთვის სტანდარტების ამაღლებას.”
