fbpx
Startseite » news_ge » ვიდეო იდენტიფიკაცია პროკრედიტ ბანკისგან

ვიდეო იდენტიფიკაცია პროკრედიტ ბანკისგან

by Salome Mumladze

პროკრედიტ ბანკი ანგარიშის გახსნის ინოვაციურ მეთოდს გთავაზობთ. ვიდეო იდენტიფიკაცია ფილიალში ვიზიტის ტექნოლოგიურ ალტერნატივას წარმოადგენს.

სერვისის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან იდენტიფიკაციის პროცესის ბანკთან ვიდეო ზარის მეშვეობით გავლა, ანგარიშის გახსნა და საბანკო სერვისების დარეგისტრირება.

ვიდეო ზარის წამოსაწყებად საჭიროა თანამედროვე მობილური ტელეფონი ან კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი და, რა თქმა უნდა, ინტერნეტ კავშირი.

ბანკის განცხადებით, ამ სიახლეს აქვს შემდეგი უპირატესობები:

  1. სიმარტივე – იდენტიფიკაციის პროცესის გავლას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
  2. მოქნილობა – მომსახურების მიღება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი და არ საჭიროებს ფილიალში ვიზიტს
  3. დაცულობა – ვიდეო იდენტიფიკაცია ხორციელდება სერთიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X