თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სივრცეები ჰქონდათ აღებული იჯარით, 2022 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდება მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. აქამდე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე მოქმედებდა.
შეღავათის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი 200-მდე სუბიექტია.
მერის განმარტებით, გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში „ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც“.
საინფორმაციო სააგენტო სარკე
03.06.2021