თეგეტა მოტორსი აგრძელებს კამპანიას, “თეგეტა ექიმებთან ერთად”, რომლის ფარგლებშიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმებს, უსასყიდლოდ გადავეცით 500 ცალი სამედიცინო დანიშნულების სპეციალური კომბინიზონი და სამშრიანი პირბადეები.
გარდა ამისა, თეგეტა მოტორსი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ექიმებს და რთულ პერიოდში გავამხნევოთ, რადგან მათი როლი ქვეყნის ცხოვრებაში დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ – აცხადებენ კომპანიაში.