Startseite » news_ge » თეგეტა მოტორსი გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

თეგეტა მოტორსი გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულში მიიღებს მონაწილეობას

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია Tegeta Motors, წელსაც უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს, რომელიც მერვედ ტარდება და ამჯერად სლოგანით – უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის“. ინიციატივის მიზანია საგზაო უსაფრთხოებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავარიული შემთხვევების შემცირება.

Tegeta Motors წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე და არაერთი საინფორმაციო კამპანიის ავტორია – მათ შორის სიფრთხილით მართვისა და ზამთრის საბურავების აუცილებლობის შესახებ.

12-დან 18 მაისის ჩათვლით, კომპანიაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება Bridgestone-ის საბურავებსა და ATE-ის ხუნდებზე. დამატებითი აქციები ძალაში რჩება მაისის ბოლომდე.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება საგზაო უსაფრთხოების თემატური კონფერენცია, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის პარტნიორობით Tegeta Motors-ის, Volvo Cars Georgia- და გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ საგზაო უსაფრთხოების გამოწვევებსა და გადაწყვეტილებების გზებზე.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული (UN Global Road Safety Week) გაეროს მიერ 2007 წლიდან იმართება, რათა ყურადღება გამახვილდეს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებზე და შემცირდეს საგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X