fbpx
Startseite » news_ge » თიბისიმ Global Finance-ის რამდენიმე ჯილდო მოიპოვა

თიბისიმ Global Finance-ის რამდენიმე ჯილდო მოიპოვა

by Salome Mumladze

Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ინოვაციურად, საქართველოში კი – საუკეთესოდ აღიარა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში.

ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი  2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი – საუკეთესოდ.

გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა  ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული.

წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს  Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X