Startseite » news_ge » თიბისი ბანკის საერთაშორისო აღიარება

თიბისი ბანკის საერთაშორისო აღიარება

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა თიბისი ბანკმა, ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე EBRD-სგან  ორი ჯილდო მოიპოვა.

თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დასახელდა, TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით.

მეორე გლობალური ჯილდო – წლის საუკეთესო მწვანე სავაჭრო გარიგებისთვის, თიბისიმ მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსებისთვის მოიპოვა, რაც გარემოზე ზიანის შემცირებას უწყობს ხელს.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X