Startseite » news_ge » თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

by David Hufschmidt
TBC_Bank_Logo

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური.

პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას ანალოგი არ აქვს ქვეყანაში.

You may also like

Leave a Comment

X