fbpx
Startseite » news_ge » კასპში მეფრინველეობის მასშტაბური ფერმა აშენდა

კასპში მეფრინველეობის მასშტაბური ფერმა აშენდა

by Salome Mumladze

კასპის სოფელ ზემო ჩოჩეთში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა, რომელიც გათვლილია 1,800,000 ცალი ქათმის წარმადობაზე წელიწადში.

პროექტის მიხედვით, პროდუქციის დისტრიბუცია პირველ ეტაპზე მოხდება ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მოთხოვნას იმპორტირებულ ქათმის ხორცზე. კომპანიის მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა. განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

მეფრინველეობის მეურნეობაში დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.

პროექტის, რომელიც “საქართველოს ბანკის” ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელდა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ.ლარია.

ფერმის 15 შენობა, რომელთა საერთო ფართობი 20 000 კვ.მ.-ს მოიცავს, კომპანია “ელემენტ კონსტრაქშენმა” 3 თვეში ააშენა.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X