fbpx
Startseite » news_ge » მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს ოპერირებას

მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს ოპერირებას

by Salome Mumladze

28 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს ოპერირებას, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

ავიაკომპანია თბილისის აეროპორტში თურქეთის 3 ქალაქიდან იფრენს: ანკარა, ანტალია და იზმირი.

SunExpress 28 მაისიდან – ანტალიიდან (2 სიხშირე), 2 ივნისიდან – იზმირიდან (2 სიხშირე) და 5 ივნისიდან – ანკარადან (ერთი სიხშირე) დაიწყებს ფრენებს.

You may also like

X