მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მშპ 5.2%-ით გაიზრდება. ეს 0.4 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება იანვრის პროგნოზს. 2025 წლისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი ამჟამად 5%-ია, იანვრის პროგნოზთან შედარებით ზრდა – 0.5 პპ.
მიმოხილვა მოიცვას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებს, და, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მთლიანად რეგიონში ეკონომიკური აქტივობა, სავარაუდოდ, შენელდება 2.8%-მდე, 2023 წლის 3.3%-ის ნაცვლად.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) აპრილის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მშპ 5%-ით გაიზრდება (ანალოგიური პროგნოზი 2024 წლისთვის იყო გასული წლის ბოლოს).
საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს საშუალოდ გაიზრდება შემცირებული საგარეო მოთხოვნისა და სერვისების ზრდის შემცირების ფონზე, ხოლო 2025 წელს, ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე, მეტი ზრდაა მოსალოდნელი, აღნიშნავს ADB. 2025 წელისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდა პროგნოზირებულია 5.5%-ის დონეზე.
ADB-ის პროგნოზითვე, 2024 წელს ინფლაცია საქართველოში 3.5%-ის დონეზე იქნება, 2025 წელს – 4%.
შიდა ზრდის შენელებისა და ავტომობილების შემცირებული რეექსპორტის ხარჯზე, იმპორტი შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება, აცხადებს ADB და 2024 წელს – 6.1%-იან ზრდას, 2025 წელს – 11.1%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ADB-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოხდება ფულადი გადარიცხვების სტაბილიზება დაახლოებით $3 მილიარდამდე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. რუსეთიდან მიგრანტებთან დაკავშირებული გარე შემოდინება შენელდება და საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება, რამაც შესაძლოა, დაღმავალი ზეწოლა მოახდინოს ლარზე, აცხადებს ADB.