მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ 12 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი დაამტკიცა განვითარებადი ქვეყნებისთვის COVID-19-ის ვაქცინების ყიდვისა და გავრცელებისთვის, ტესტირებისა და მკურნალობისთვის. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვკითხულობთ:
დაფინანსება, რომელიც მილიარდი ადამიანისთვის საჭირო ვაქცინაციის შეძენას უნდა მოხმარდეს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთო პაკეტის ნაწილია. აღნიშნული პაკეტი $160 მილიარდი ოდენობისაა და განვითარებად ქვეყნებში პანდემიასთან ბრძოლისთვის არის გამოყოფილი. მსოფლიო ბანკის ეს პროგრამა მსოფლიოს 111 ქვეყანას მოიცავს.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, დაფინანსების ეს პაკეტი კვლევით და ფარმაციის ინდუსტრიას ანიშნებს, რომ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა ასევე საჭიროებს COVID-19-ის ვაქცინებზე წვდომას. გარდა ამისა, განხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რათა განვითარებადმა ქვეყნებმა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით შეძლონ ვაქცინების ფართომასშტაბიანი გამოყენებისათვის მომზადება. პროგრამის განხორციელებისას მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს მრავალმხრივ ძალისხმევას, რომელსაც ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და COVAX ხელმძღვანელობენ.
„ჩვენ ვაფართოებთ დაჩქარებულ მიდგომას კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების კუთხით, რათა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინაზე სამართლიანი და თანაბარი წვდომა ჰქონდეთ” – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა. „უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაზე წვდომა არის საკვანძო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რითიც შესაძლებელია ქვეყნებს დამანგრეველი ეკონომიკური და ფისკალური შედეგებთან გამკლავებაში დავეხმაროთ”.