Startseite » news_ge » ნექსია აკადემია AML მიმართულებით ტრენინგებს ჩაატარებს

ნექსია აკადემია AML მიმართულებით ტრენინგებს ჩაატარებს

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანია ნექსიამ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სიახლეების პარალელურად,  კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ნექსია აკადემია,  ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურმა AML მიმართულებით განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარა, რაც ნიშნავს იმას, რომ SARAS-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებულ პირებს ტრენინგის გავლა და მისი დადასტურება ახლა უკვე ნექსია აკადემიაშიც შეუძლიათ.

ანგარიშვალდებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ნექსიაში ტრენინგის გავლით შესაბამის რეესტრში დაადასტურონ განგრძობითი განათლების მიღება და ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა შესრულებულად ჩაეთვალოთ.

ტრენინგი განკუთვნილია საბუღალტრო ფირმებისა და პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას.

ტრენინგზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე.  
აქტუალურად ნექსიაში დასაქმებულია 250 თანამშრომელი. ახალ ოფისში, ნექსიას აკადემიის სივრცე აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით, რაც ინტერაქტიული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობასა და ზოგადად, სამუშაო პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს. კომპანიამ 2024 წელს, 10 წლის იუბილე აღნიშნა და საუბილეო ღონისძიებათა სერია მნიშვნელოვანი სიახლით, აუდიტორული კომპანიების რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადასვლით დახურა.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X