fbpx
Startseite » news_ge » პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები ხორციელდება

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები ხორციელდება

by Salome Mumladze

მთავრობის გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მექანიზმის ვადა მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიისთვის, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე დაშვებული იქნება შერეული მიზნობრიობით გაცემული სესხების სუბსიდირებაც, აღნიშნავს უწყება.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის, ინდუსტრიულ ნაწილში აქამდე არსებულ მიმართულებებს ემატება კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები, ფიზიკური, ქიმიური და სხვა ანალიზური გამოცდების ჩატარება და ა.შ.

რაც შეეხება ცვლილებებს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, იზრდება პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, იუწყება სამინისტრო. კერძოდ, დაემატება ბიზნეს და სავაჭრო ღონისძიების, შეკრებების და კონფერენციების მიმართულებები, ასევე ყინულის წარმოება.

ასევე, საკრედიტო გარანტია უკვე შესაძლოა გაიცეს ისეთ ეკონომიკურ საქმიანობების ფარგლებში აღებულ სესხებზე, როგორებიცაა: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, ზეთოვანი, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული და ფარმაცევტული კულტურების და სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

Sarke Information Agency13.11.2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X