Startseite » news_ge » საგარეო ვაჭრობის ზრდა რიცხვებში

საგარეო ვაჭრობის ზრდა რიცხვებში

by Salome Mumladze

2025 წლის აპრილში ექსპორტი, წინა წლის აპრილთან შედარებით, 41.1%-ით გაიზარდა და 616.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილის თვის რეკორდული მოცულობაა.

ჯამურად, იანვარ-აპრილში, ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას, 2.014 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 5.741 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა.

2025 წლის აპრილში სავაჭრო ბრუნვა 2.016 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 15.3%-ით, 7.756 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.

You may also like

X