აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.
პირველი ნოემბრიდან რეისები აღდგება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამსტერდამის, ვენის, ათენის, ბერლინის, დოჰას, მილანისა და ვარშავის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღდგება ფრენები ვილნიუსის, კატოვიცესა და დორტმუნდის მიმართულებებით.