Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის მხარდაჭერით არქი საერთაშორისო ბრენდის Super 8 by Wyndham-ის სასტუმროს აშენებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით არქი საერთაშორისო ბრენდის Super 8 by Wyndham-ის სასტუმროს აშენებს

by Salome Mumladze

დეველოპერი კომპანია არქი თბილისში, 4,877 კვ.მ-ზე, 3-ვარსკვლავიან სასტუმროს Super 8 by Wyndham აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება $5 მილიონია, საიდანაც $3 მილიონი საქართველოს ბანკმა გამოყო.

129 ოთახზე გათვლილი 13-სართულიანი სასტუმრო მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.

არქის 2006 წლიდან დღემდე 43 პროექტი აქვს განხორციელებული. სამომავლოდაც კომპანია სასტუმროების მშენებლობას გეგმავს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მთისა და ზღვის კურორტებზე.

You may also like

X