328
საქართველოს ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, იუწყება ფორბსი.
აგროსესხი ბაღის გაშენება/მოვლისთვის საჭირო ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და „იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.
აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ესპანურ ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todovilo-ს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს