გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, საქართველოს ბანკი, SME Banking Agency-მა მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის- დაასახელა.
ეს ტიტული ბანკმა მოიპოვა 1 000 კომპანიის შორის კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობდნენ წამყვანი გლობალური ბანკები და ფინტექ კომპანიები, მათ შორის Revolut და Monzo.
აღიარება გამოცხადდა ვენაში, SME Banking Forum 2025-ის ფარგლებში, 28 ნოემბერს.
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტები მორგებულია ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები და ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო სერვისებით.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ასევე დაასახელა საუკეთესო ციფრულ ბანკად ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
