უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, 22 ივნისიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. გარდა ამისა, 1-ლი ივლისიდან იხსნება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვაც. ამასთან დაკავშირებით, რესტორნებს უფლება აქვთ გაახანგრძლივონ სამუშაო დრო ღამის 12 საათამდე.
პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში საქართველოში 1 000 000 დოზა ვაქცინა შემოვა. მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.