Startseite » news_ge » საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მკაცრი შეზღდუვები წესდება

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მკაცრი შეზღდუვები წესდება

by Salome Mumladze
Georgische Regierung

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი შეზღუდვები, რომლებიც ძალაშია 31 იანვრამდე გარკვეული გამონაკლისებით.

შეზღუდვების ნაწილი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესენია:

  • გადაადგილების შეზღუდვა – 21 საათიდან 5 საათამდე. გამონაკლისია 31 დეკემბერი და 6 იანვარი.
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე და ტაქსებზე არ წესდება შეზღუდვა; აღდგება 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდსა და 16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში.
  • რესტორნები და კვების ობიექტები – იხურება და მთლიანად გადადის გატანის სერვისზე;
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზები – იხურება;
  • 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ზამთრის კურორტები იხურება.
  • კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა ჩერდება

უფრო მკაცრია შეზღუდვების მეორე ნაწილი შემდეგი ქალაქებისთვის: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავში, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. მუშაობა აღდგება 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდსა და 16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში.
  • ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი. აღდგება 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდსა და 16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში.
  • ღია და დახურული ბაზრობები – იხურება. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები; მუშაობა აღდგება 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდსა და 16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში.
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

  • 3-15 იანვარის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება დასვენების დღეები.

მნიშვნელოვანია, რომ 16-31 იანვრის პერიოდში შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

შეზღუდვები არ ეხება შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობებს:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას

You may also like

Leave a Comment

X