Startseite » news_ge » საქართველო FRUIT LOGISTICA 2026-ის გამოფენაზე

საქართველო FRUIT LOGISTICA 2026-ის გამოფენაზე

by DWV Admin

ხილისა და ბოსტნეულის უდიდესი გამოფენა FRUIT LOGISTICA ბერლინში 2026 წლის 4-6 თებერვალს გაიმართა, სადაც ერთ სივრცეში შეიკრიბნენ მწარმოებლები, დარგის სპეციალისტები და ამ სფეროთი დაინტერესბულ პირები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), როგორც FRUIT LOGISTICA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, სოფლის განვითარების სააგენტოთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბერლინში 11 ქართული კომპანიის მონაწილეობა უზრუნველყო. გასული წლების მსგავსად, საქართველო წელსაც გამოფენაზე საზიარო სტენდით იყო წარმოდგენელი. საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, მშრალი ხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული აგროპროდუქციის პოტენციალს.

წლევანდელ Fruit Logistica-ზე საქართველოს წარმოადგენდნენ შემდეგი კომპანიები:

GeoAgro Estate LLC – მოცვის წარმოება
AGROLANE LLC – მოცვის წარმოება
Blue Bird Berries LLC – მოცვის წარმოება
Kolkhuri Kenkra LLC – მოცვის წარმოება
Agritouch LLC – მოცვის წარმოება
Khoni Plantations LLC – მოცვის წარმოება
Geo Organics LLC – მოცვის წარმოება
Alpine Spices LLC – სანელებლების წარმოება
Gentry Investments LLC – მოცვის წარმოება
Caucasus Organic Fruits LLC – ჩირის წარმოება
Georgian Agrarian Union LLC – მოცვის წარმოება

გამოფენამ შესანიშნავი პირობები შექმნა საერთაშორისო მყიდველებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო პარტნიორებთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად. გარდა უკვე არსებული სეგმენტებისა, როგორიცაა ახალი პროდუქცია, ტექნიკა და ტექნოლოგია, ლოგისტიკა, ყურადღება გამახვილდა მდგრადი წარმოების, ციფრულიზაციის და თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების ინოვაციურ განვითარებაზე.

FRUIT LOGISTICA ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად ითვლება, რომელიც აერთიანებს ხილისა და ბოსტნეულის სფეროში მოქმედ კომპანიებსა და მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარიამ თუშიშვილს მეილზე: mariam.tushishvili@dwv.ge

You may also like

X
Skip to content