როგორც “ქართული ზეთისხილის” დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აღნიშნავს, წლების წინ საქართველოში ზეთისხილის 100% იმპორტირებული იყო.
„ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს“, განაცხადა სვანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში. უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-ს გადააჭარბებს, აღნიშნა მან.
სვანიძის თქმით, კომპანია უახლოეს პერიოდში ზეთისხილს 200-მდე ფერმერისგან ჩაიბარებს.
საინფორმაციო სააგენტო სარკე, 12.08.2020