fbpx
Startseite » news_ge » ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

by Salome Mumladze

ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. იცით, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევა ბათუმშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა ვთხოვო ჩვენ მოსახლეობას, ისეთივე პასუხისმგებლობით დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ ნიღაბი, როგორც ეს მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.

აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმში დასასვენებლად მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს განთავსებული კარვები და ამბულატორიები ტესტირებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს, ვმართოთ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ქვეყანაში.

მათ, ვინც ბრუნდება აჭარიდან საცხოვრებელ სახლებში, მინდა მოვუწოდო, რომ მიმართონ თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე, 112-ში“,-განაცხადა ტიკარაძემ.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X