თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ივლისის დასაწყისიდან ბავშვებისთვის გერმანულენოვან საზაფხულო ბანაკს გამართავს.
ორკვირიანი ბანაკი ბავშვებს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას საინტერესო შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებით, ენის გაკვეთილებით, კვებითა და ექსკურსიებით.
ბანაკის შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები შესაფერისია 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც გერმანული ენის საბაზისო ცოდნა აქვთ. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მოტივირებული და გამოცდილი პედაგოგიური გუნდი ბავშვებისთვის სასიამოვნო და მხიარულ გარემოს უზრუნველყოფს.
ბანაკის პირველი კვირა 2026 წლის 6-დან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
მეორე კვირა დაიწყება 13 ივლისს და დასრულდება 2026 წლის 17 ივლისს.
ამ პერიოდში ბავშვები დილის 9:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნებიან ექსკურსიებზე ან სკოლაში, მისამართზე: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 63.
პროგრამის, ექსკურსიების, ასევე წასახემსებლისა და სადილის ღირებულება კვირაში 700 ლარს შეადგენს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრები ისარგებლებენ 10%-იანი ექსკლუზიური ფასდაკლებით.
დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ამ ბმულს.
