Startseite » news_ge » 15 სექტემბრიდან, PCR ტესტის პასუხის წარდგენა საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს მოუწევს

15 სექტემბრიდან, PCR ტესტის პასუხის წარდგენა საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს მოუწევს

by DWV Admin
PCR Test Corona COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 15 სექტემბრიდან, საქართველოში ნაცვალგების პრინციპით შემომსვლელ უცხოელებს, PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ. პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მიიღეს.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შემოსვლის პირობებში, საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება.

გახარიას თქმით, მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.

You may also like

Leave a Comment

X
Skip to content