Startseite » news_ge » CENN: მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საქართველოში

CENN: მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საქართველოში

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი ორგანიზაცია CENN ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას საქართველოში კრეატიული საგანმანათლებლო აქტივობებით.

2025 წლის 5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად, CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერით თელავში გამართა აქცია პროექტი, რომლის მთავარი თემა იყო ბრძოლა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ.

„Zero Effect“-ზონაში სტუმრებს შეეძლოთ გაეცვალათ მეორადი ტანსაცმელი, წიგნები და აქსესუარები. კომპანია Tene-მ შეაგროვა  პლასტმასის ბოთლები და თავსახურები,  სანაცვლოდ კი სტუმრებს გადაეცათ აღდგენილი USB კაბელები და მობილურის საკიდები. Wasteless-მა სტუმრებს მისცა შესაძლებლობა ელექტრონული ნარჩენების ჩაბარების გზით წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვაში.

თელავისა და ახმეტის სკოლის მოსწავლეებმა  წარადგინეს თემატური პერფორმანსები გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის შესახებ — ბავშვების კრეატიულობამ და მონდომებამ სტუმრებში განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა!

ასეთი ინიციატივებით CENN ხელს უწყობს მდგრადი განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას  საზოგადოებაში.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content