FRUIT LOGISTICA SPECIAL EDITION 2021 წლის 18-დან 20-მაისამდე ჩატარდება.
ბერლინი, 2020 წლის 12 ოქტომბერი – FRUIT LOGISTICA 2021 წელს Special Edition-ის სახით ტარდება, ახალი თარიღი 18-20 მაისია, რათა ბერლინში გამოფენის მოწყობა მოესწროს. სლოგანით „Meet onsite. Connect online” ახალი კონცეფცია კონცენტრირდება საქმიან შეხვედრებსა და მზა საგამოფენო პაკეტებზე. ეს გამომფენებს მოქნილ და გაუმჯობესებულ ბიზნეს შესაძლებლობებს სთავაზობს.
„კოვიდ-19 ქმნის გამოწვევებს, რომლებსაც ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა. ამიტომ, დავფიქრდით, თუ რა სჭირდებათ ჩვენს კლიენტებს და მათთვის რომელ ფაქტორებზე შევძლებდით გავლენის მოხდენა”, განმარტავს მადლენ მისერიუსი, FRUIT LOGISTICA-ს უფროსი პროექტის მენეჯერი. „აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, რომ ჩვენს კლიენტებს მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ მართონ თავიანთი რისკები და გაზარდონ ბიზნეს შესაძლებლობები. ეს არის FRUIT LOGISTICA-ს SPECIAL EDITION 2021-ის მთავარი პრინციპი”.
რადგან ღონისძიება მაისში ჩატარდება, მოსალოდნელია, რომ მყიდველთა დიდი რაოდენობა შეძლებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან – ეს უფრო მეტად გაზრდის FRUIT LOGISTICA SPECIAL EDITION 2021-ზე ბიზნეს შესაძლებლობებს. ციფრული ელემენტები, როგორებიცაა – შეხვედრის ფუნქციები და კონფერენციის პროგრამის ტრანსლაცია, დამატებით გთავაზობთ მონაწილეობის შესაძლებლობას. განახლებული კონცეფცია, რომელიც მზა საგამოფენო პაკეტებს ემყარება, მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტიციებს და მოსამზადებელ დროს გამომფენთათვის. შესაძლებელია სამი წინასწარ განსაზღვრული სტენდის ზომის არჩევა. საგამოფენო პაკეტები მოიცავს სტენდის ფართობს, სტენდის კონსტრუქციასა და ძლიერ ინტერნეტს.
„ჩვენი ახლებური კონცეფციით, გვსურს მსოფლიო ხილ-ბოსტნის სფეროს მივცეთ საშუალება, 2021 წელს ბერლინში უსაფრთხო გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს“, აღნიშნავს მისერიუსი. „FRUIT LOGISTICA SPECIAL EDITION 2021 მნიშვნელოვნად შემცირებულ ფართობზე განთავსდება, თუმცა მაქსიმალურად ბევრ რეგისტრირებულ კონპანიას სთავაზობს შესაძლებლობას, წარადგინონ მათი პროდუქტები ადგილზე. ახალი ფორმატი ჩვენი კლიენტების ინვესტიციებს ამცირებს, უტოვებს მათ დროს გადაწყვეტილებების მისაღებად და ამცირებს ბერლინში სტენდზე მყოფ საჭირო თანამშრომელთა რიცხვს. სხვა სიტყვებით, ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობის მარტივ საშუალებას და სფეროს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეხვდნენ მყიდველებს პირადად“.
FRUIT LOGISTICA-ს გუნდმა გამომფენებს უკვე შეატყობინა აქტუალური ინფორმაცია. უცხოური წარმომადგენლების გლობალური ქსელი, რომელიც 150 ქვეყანას მოიცავს, პირდაპირ კონტაქტში იმყოფება გამომფენებთან. ინფორმაცია საგამოფენო პაკეტებისა და სხვა დეტალების შესახებ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.