fbpx
Startseite » news_ge » გერმანიის მხარდაჭერილი ნარჩენების მართვის ახალი პროექტი იწყება

გერმანიის მხარდაჭერილი ნარჩენების მართვის ახალი პროექტი იწყება

by Salome Mumladze

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, პროექტის მიმართულებებია ნარჩენების მართვა, სათბური აირების ემისიების შემცირება და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვა.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება (ბიუჯეტი არ არის მითითებული).

სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 200,000-250,000 ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება, რაც მთელი ნარჩენების 16-17%-ია.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო სარკე

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X