კორონა ვირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღიურად იცვლებოდა. პერიოდულად ინფიცირების მაჩვენებლები მცირდებოდა, რაც ძირითადად მკაცრი შეზღუდვების პირობებში იყო შესაძლებელი.
საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილში დაიწყო, რამაც გააჩინა შეზღუდვების გამკაცრების მოლოდინი. საქართველოს მთავრობამ მობილობის შემცირების მიზნით, 4-დან 11 მაისამდე პერიოდი ოფიციალურ დასვენების დღეებად უკვე გამოაცხადა, ძალაშია ასევე გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან 5 საათამდე. რესტორნები შაბათ-კვირას ამ დრომდე დახურულია, ასევე აკრძალულია კერძო საკუთრებაში არსებული ფართის სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით გაქირავება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო არ გამორიცხავს შეზღუდვების გამკაცრებას იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს გასცდება.
ამ დრომდე საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 291214 შემთხვევა, მათ შორის გარდაცვლილია 3901 ადამიანი. მსოფლიოში ამ დრომდე დადასტურებულია 137 მლნ. შემთხვევა, გარდაცვლილია 3 მილიონამდე ადამიანი.
გრაფიკი, რომელიც მომზადებულია visualcapitalist.com-ის მიერ, ასახავს მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ზოგად სურათს. ასევე მასზე მონიშნულია პანდემიის მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა დიდი საერთაშორისო ღონისძიებების გადადება, პანდემიის ეკონომიკური ეფექტები, ვაქცინაციის დაწყება და სხვ.
გრაფიკის სრულად სანახავად გადადით ბმულზე