Startseite » news_ge » Office Technologies: 20 წარმატებული წელი ქართულ ბაზარზე

Office Technologies: 20 წარმატებული წელი ქართულ ბაზარზე

by Salome Mumladze

DWV-ს წევრ კომპანიას, Office Technologies-ს, დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ეს ორი ათეული წელი კომპანიისთვის მდგრადი განვითარების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და ტრანსფორმაციების პერიოდი იყო.

Office Technologies-იმ ამ დროის მანძილზე შეძლო:

  • გაემყარებინა ლიდერის პოზიცია  და გამხდარიყო მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორი
  • წარმატებით განეხორციელებინა რამოდენიმე ასეული პროექტი – საოფისე, საგანმანათლებლო და HORECA სეგმენტში განხორციელებული პროექტები კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმსა და ექსპერტიზას უსვამს ხაზს.
  • გაფართოებულიყო საერთაშორისო ბაზარზე – Office Technologies-ის საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გასცდა. 2015 წელს, კომპანიამ ახალი ოფისები გახსნა სომხეთში, 2024 წელს კი- უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში.

კომპანია კლიენტებს სთავაზობს ოფისების, სასტუმროების, საგანმანათლებლო სივრცეების სრულ სარემონტო სამუშაოებს და სხვადასხვა ტიპის ავეჯით მომარაგებას.

DWV-ს გუნდი ვულოცავთ Office Technologies-ის იუბილეს და მომავალში კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებთ.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X