გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ProCredit Bank Georgia-მ, ფრანგული განვითარების სააგენტოს ჯგუფის (AFD Group) წევრთან – Proparco-სთან – გააფორმა ARIZ პორტფელური გარანტიის შეთანხმება.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. შეთანხმების ფარგლებში Proparco აიღებს შერჩეული სესხების საკრედიტო რისკის ნაწილს.
ProCredit Bank არის პირველი ბანკი საქართველოში, რომელიც ახორციელებს მსგავსი ტიპის ARIZ პორტფელურ პროგრამას. გარანტიის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 10 მილიონ ევროს, ორწლიანი ვადით და მოიცავს მომავალში გაფართოების პოტენციალს.
პროექტის ძირითადი მიმართულებებია:
- მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებში
- მდგრადი და „მწვანე“ პროექტების ხელშეწყობა
- ქალ მეწარმეთა გაძლიერება
ამ პარტნიორობის ფარგლებში ProCredit Bank აფართოებს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.
ამასთან, ორივე პარტნიორი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას პასუხისმგებლიანი დაფინანსების მიმართ, მაღალი ESG სტანდარტების შესაბამისად.
