Startseite » news_ge » Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს მალე განაახლებენ

Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს მალე განაახლებენ

by Salome Mumladze
Wizzair Kutaisi

რამდენიმე კვირაში ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ავიარეისები ეტაპობრივად აღდგება. მისი თქმით, Wizz Air-ის მიერ რეგულარული ფრენები სექტემბრიდან განახლდება, ხოლო Ryanair-ი წლის ბოლომდე აღადგენს ფრენებს.

მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან მუშაობა მიმართულებებისა და რეისების სიხშირის შესახებ. თურნავამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Euronews Georgia-სთან ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, 1-ელ ოქტომბერს აღდგება Wizz Air-ის მიმართულება ქუთაისი-რიგა. თავდაპირველად, კვირაში ერთი რეისი განხორციელდება.

You may also like

Leave a Comment

X