ქართულ სტარტაპებს 2026 წელს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, საერთაშორისო დონეზე წარდგნენ ლისაბონში გამართულ Web Summit-ზე.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ექვს ქართულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციებში, ნეთვორქინგ ფორმატებში, შეხვედრებსა და პიტჩინგ კონკურსებში, ასევე საკუთარი გადაწყვეტილებები წარუდგინოს საერთაშორისო ინვესტორებსა და დარგის წარმომადგენლებს.
Web Summit მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და სტარტაპ ღონისძიებად მიიჩნევა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 70 000-ზე მეტ მონაწილეს, 2 600-ზე მეტ სტარტაპს, 1 000-ზე მეტ ინვესტორს და დაახლოებით 900 სპიკერს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
ინიციატივის „StartUP in Georgia“ ფარგლებში, საქართველო პორტუგალიაში საკუთარი პავილიონით იქნება წარმოდგენილი. ინიციატივის მიზანია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა და საქართველოს, როგორც ინოვაციური, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების დაფუძნებისა და მასშტაბირების მიმზიდველი ადგილის პოზიციონირება.
Web Summit-ში მონაწილეობის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაცია შეუძლიათ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით: https://apps.mygita.ge/zs/gzDBjk
