Startseite » news_ge » Orient Logic რეგიონში უდიდეს ტექნოლოგიურ ფორუმში მონაწილეობს

Orient Logic რეგიონში უდიდეს ტექნოლოგიურ ფორუმში მონაწილეობს

by DWV Admin

DWV-ს წევრმა კომპანიამ Orient Logic-მა 4 და 5 მაისს მონაწილეობა მიიღო GITEX AI Central Asia & Caucasus Forum-ში, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა.

GITEX AI წარმოადგენს რეგიონზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ ღონისძიებას და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მნიშვნელოვან პლატფორმას. ფორუმმა გააერთიანა სტარტაპები, ინვესტორები და ინოვატორები, რომლებმაც წარმოადგინეს მიღწევები ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ ფორუმზე Orient Logic-მა წარადგინა საკუთარი კიბერუსაფრთხოების სერვისები. აღნიშნული სერვისები ორგანიზაციებს ეხმარება კიბერსაფრთხეების რეალურ დროში გამოვლენაში, სისუსტეების იდენტიფიცირებასა და ციფრული უსაფრთხოების საერთო სტრატეგიის გაძლიერებაში.

You may also like

X
Skip to content