Startseite » news_ge » ორიენტ ლოჯიკი Ruckus-ის ყველაზე პრივილეგირებული სტატუსის მფლობელი გახდა

ორიენტ ლოჯიკი Ruckus-ის ყველაზე პრივილეგირებული სტატუსის მფლობელი გახდა

by David Hufschmidt
Orient_Logic

ორიენტ ლოჯიკი საქართველოში Ruckus-ის ყველაზე პრივილეგირებული სტატუსის, Top Elite Solution Provider-ის მფლობელი გახდა. გარდა Ruckus-ის უმაღლესი ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერით სარგებლობების შესაძლებლობისა, ორიენტ ლოჯიკისთვის გამოიყოფა საჭირო რესურსები მარკეტინგული აქტივობების წარმოებისათვის. კომპანია შეძლებს ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასების ფარგლებში განახორციელოს პროექტები პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმროების სეგმენტში. Ruckus-ი ამ კუთხით მიმდინარე ორგანიზაციულ პროცესებში მაქსიმალურად ჩაერთვება.

კომპანია Ruckus-ი სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელი გიგანტის, Commscope-ის ნაწილია. დღესდღეობით კომპანია Ruckus მოწინავე Wi-Fi გადაწყვეტილებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ორიენტ ლოჯიკი პირველი იყო ქართულ ბაზარზე, რომელმაც Ruckus-ის პროდუქციის ინტეგრაცია მოახდინა.

You may also like

Leave a Comment

X
Skip to content