დღეიდან 2020 წლის ბოლომდე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ყველა არდიში დაზღვეული ექიმი, ექთანი და ადმინისტრაციული თანამშრომელი, ოჯახის წევრებთან ერთად – 100 000 ლარამდე ღირებულების ჯანმრთელობის დაზღვევის უფასო მომსახურებით ისარგებლებენ, არდისთვის ჩვეული ხარისხით და მზრუნველობით.
„არდის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ის, რაც ვფიქრობთ ყველაზე მეტად გვევალება დღეს – ეს არის ზრუნვა ჩვენი თაობის ნამდვილ გმირებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. “ – აღნიშნავს არდის აღმასრულებელი დირექტორი – მიხეილ ჯაფარიძე.