fbpx
Startseite » news_ge » ბაზარზე მიზანმიმართულმა მუშაობამ გრანთ თორნთონს მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა

ბაზარზე მიზანმიმართულმა მუშაობამ გრანთ თორნთონს მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა

by David Hufschmidt
Grant_thornton_logo

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა ფინანსური წელი შეაჯამა.

2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ქსელში შემავალი კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 5,72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,1%-ით არის გაზრდილი.

როგორც გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბოდინი აღნიშნავს, „2019 წელს მიღებული რეკორდული შემოსავალი, მნიშვნელოვან წილად განპირობებულია გუნდის მიზანმიმართული სტრატეგიით, კომპანიის კორპორატიული კულტურით და ხარისხზე ფოკუსირებით, რამაც საბლოო ჯამში განაპირობა ჩვენი ქსელის მდგრადი განვითარება. 2019 წელს, მაშინ როდესაც, ბიზნესების ოპტიმიზმი გლობალურად იკლებდა, ჩვენი ფირმები აქცენტს აკეთებდნენ ხარისხზე და ეხმარებოდნენ კლიენტებს მორგებოდნენ არსებულ ბაზრებს, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქსელისთვის კიდევ ერთი რეკორდული შედეგი გამოიღო.“

You may also like

Leave a Comment

X