2024 წლის 23-27 სექტემბერს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), Commit Project Partners GmbH-თან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით, ორგანიზებას უწევს ბიზნეს დელეგაციას საქართველოში თემაზე ინფრასტრუქტურული პროექტები (ჰიდროენერგეტიკა, წყალმომარაგება, წყალარინება).
გერმანული კომპანიების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, ინდივიდუალური ვიზიტები ქართულ კომპანიებში, სამინისტროებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში. აგრეთვე გაიმართება B2B- შეხვედრები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)