მთავრობის სხდომაზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით მოამზადა.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონის მიღებით, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში განისაზღვრება დაცული სახეობებისა და ბინადართა ნუსხა. ხოლო ეროვნული „წითელი ნუსხა“ გახდება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ნუსხის ანალოგიური.
კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმება, გარკვეული ნორმების ძალაში შესვლა კი 2027-2029 წლებში მოხდება, იუწყება სამინისტრო.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20-თან.