ბორჯომი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს და აშშ-ის ბაზარზე ფართომასშტაბიანი სტრატეგიით შედის.
ქართული მინერალური წყლის ბრენდი ამიერიდან ხელმისაწვდომია ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიუმ-სუპერმარკეტებში, ასევე ამაზონის საშუალებით მთელ აშშ-ში. აშშ კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზრად ითვლება.
ასორტიმენტში შედის 135-წლიანი ისტორიის მქონე ტრადიციული მინერალური წყალი ბორჯომი, ბორჯომი არომა ბუნებრივი ხილის არომატებით და 100%-ით ბუნებრივი „ლიმონათი ბორჯომისგან“.
ახალი პლატფორმით „გაბედული ადამიანებისთვის“ ბორჯომი თავს იმკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფუნქციური სასმელების მიმართულებით. კამპანია მინერალური წყლის ბუნებრივ თვისებებს თანამედროვე კულტურასთან, მუსიკასა და ცეკვასთან აკავშირებს და მიზნობრივად ამერიკელ მომხმარებელს მიმართავს.
ამავდროულად, ბორჯომის მიზანია, ამერიკულ ბაზარზე საქართველო უფრო ხილვადი გახადოს. ბრენდი წარმოადგენს არა მხოლოდ პრემიუმ-მინერალურ წყალს, არამედ საქართველოს კულტურას, ისტორიასა და ხანგრძლივ ტრადიციებს.
