280
საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance-მა გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიო მასშტაბით. ჯილდო იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს აწვდიან.
გალტ & თაგარტმა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში, საბროკერო და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა.