Startseite » news_ge » განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

by David Hufschmidt
Maskenregelung

მთავრობის დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. თუმცა მომხსენებელს შეეძლება, გამოსვლისას არ გამოიყენოს პირბადე.
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.

პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 16.06.2020

You may also like

Leave a Comment

X