Startseite » news_ge » გარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

გარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

by Salome Mumladze
TBC business forum

19 ნოემბერს TBC უმასპინძლებს ონლაინ ბიზნესფორუმს. მთავარი სპიკერი საკომუნიკაციო და სარეკლამო კომპანიების VaynerX და VaynerMedia დამფუძნებელი, ბელარუსული წარმომავლობის ამერიკელი გარი ვაინერჩუკი იქნება.

ვაინერჩუკის კომპანიების სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში და ემსახურება Fortune 100-ის სიაში მყოფ ბიზნესებს თავიანთი 4 ლოკაციიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს.

ბიზნესფორუმზე დამსწრეებს შეეძლებათ სხვადასხვა სფეროში მომუშავე საინტერესო სპიკერების მოსმენა.

სპიკერები ისაუბრებრენ ისეთ თემებზე როგორიცაა: თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები, ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა ბიზნესის განვითარებაში, დიჯიტალიზაცია და ბიზნესი, ციფრული კომუნიკაცია და მარკეტინგი, მომხმარებლებზე ორიენტირებული (customer-centric) ბიზნესი, მომხმარებელთან უკუკავშირის მნიშვნელობა და ა.შ.

You may also like

Leave a Comment

X