Startseite » news_ge » გერმანიის დახმარებით, ემისიების შემცირების მიზნით, რუსთავის აზოტი თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავს

გერმანიის დახმარებით, ემისიების შემცირების მიზნით, რუსთავის აზოტი თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავს

by Salome Mumladze

გერმანიის მთავრობა ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესში რუსთავის აზოტის საწარმოს 2 მილიონი EUR-ს ღირებულების გრანტით დაეხმარება, რათა ჰაერში გაფრქვევები შემცირდეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, გერმანული მხარე პროექტის ღირებულებას 50%-მდე დააფინანსებს, დანარჩენს კი თავად რუსთავის აზოტი გამოყოფს.

შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი რუსთავის აზოტსა და აზოტმჟავას კლიმატის ცვლილებების სამოქმედო ჯგუფის (NACAG) ოფიციალურ წარმომადგენელს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ამ დღეებში გაფორმდა.

You may also like

X