fbpx
Startseite » news_ge » დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება

by Salome Mumladze

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. ეს ეხება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის გადაადგილდებიან.

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა, ასევე გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ფულადი სანქცია 2000 ლარის ოდენობით.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები. ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X