Startseite » news_ge » ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ,,მეღვინეობა ბინეხის“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს

,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ,,მეღვინეობა ბინეხის“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს

by DWV Admin
Element-News

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“  ,,მეღვინეობა  ბინეხისთვის“  ფუნქციურად მრავალფეროვანი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ობიექტი  თანამედროვე ინდუსტრიული არქიტექტურით გამოირჩევა.

შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი საწარმოსა და ლაბორატორიას დაეთმობა. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია  საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცე. კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კუთხე კი, რასაკვირველია, მარანი იქნება.

,,მეღვინეობა  ბინეხი“ საქართველოს მასშტაბით, 90 ჰექტარ მიწას ფლობს. მისი ლოგოს ქვეშ შეხვდებით როგორც ტრადიციულ, კლასიკურ ღვინოებს, ასევე კომპანიის ავტორობით შექმნილ ექსკლუზიურ სასმელებს.

You may also like

X
Skip to content