fbpx
Startseite » news_ge » ელემენტ კონსტრაქშენმა ტერმინალ თაუერსის რემონტი დაასრულა

ელემენტ კონსტრაქშენმა ტერმინალ თაუერსის რემონტი დაასრულა

by Salome Mumladze
Element construction terminal

“ელემენტ კონსტრაქშენმა” რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცის რემონტი დაასრულა.

ეს Terminal Towers-ია. სამშენებლო კომპანიამ ობიექტისთვის საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ოფისები, კაფე-ბარი, სარელაქსაციო ზონა და სხვადასხვა დანიშნულების ფართი მოაწყო. სივრცის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ელემენტი ტერაცოს იატაკია. Terminal Towers-ის სტუმრებს ყურადღების გარეშე არ დარჩებათ შეხვედრებისთვის განკუთვნილი სცენა-ოთახი, სადაც ექსკლუზიური პროდუქტი – რუსტიკის იატაკია გამოყენებული.

ობიექტი 500 მომხმარებელზეა გათვლილი, რაც მასშტაბით, რეგიონში უპრეცედენტოა. სარემონტო სამუშაოები 2 840 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობდა.

პროექტის ინტერიერის დიზაინერია ევგენია გორდინსკაია. მას ეკუთვნის ,,ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალის დიზაინიც, სადაც სარემონტო სამუშაოები ასევე ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ განახორციელა.

You may also like

Leave a Comment

X